Tuesday, January 22, 2019

ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სასკოლო წრის სამუშაო გეგმა


საწრეო მუშაობის გეგმა
წრის დასახელება:   “ტექნოლოგიები ჩვენს ცხოვრებაში“
საგანი : ინფორმაციული და საკომუნიკაცო ტექნოლოგიები
სკოლა:  სსიპ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმის საჯარო სკოლა
სამიზნე ჯგუფი:  V-VII  კლასის მოსწავლეები
მასწავლებელი:  ეკა კიბაბიძე
სასწავლო წელი:  2018 – 2019 სასწ.წელი  (II სემესტრი, მეცადინეობა ჩატარდება კვირაში ერთხელ, ხუთშაბათს 2 საათზე, სამუშაო დრო -ერთი საათი)
საწრეო მუშაობის მიზანი:
Ø მოსწავლეებმა შეძლონ გაცნობიერება გრაფიკული რედაქტორის დანიშნულების და ფუნქციონირების, ეფექტიანად იყენებენ და ცოდნას იღრმავებენ;
Ø მოსწავლეებმა შეძლონ ტექსტური, გრაფიკული მასალის კომბინირება ციფრული მასალის შექმნისას და შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა - განვითარებისას;
Ø მოსწავლეებმა შეძლონ ინფორმატიკის გამოყენების დადებითი მხარეების გაცნობიერება. გაიაზრონ ინფორმაციული ტექნოლოგიების მსოფლმხედველობრივი ასპექტები ადამიანის საქმიანობის სხვადასხვა სფეროში: ყოველდღიურ ცხოვრებაში, მეცნიერებაში, ჯანდაცვაში, ბიზნესში, სოციალურ სფეროებში, ხელოვნებასა და კულტურაში, საგამომცემლო საქმეში;
Ø საკუთარი ციფრული მასალის წარმოჩენა, სხვების მიერ განხილვისა და უკუკავშირის მიღების მიზნით.
საწრეო მუშაობის შედეგები
მოსწავლე შეძლებს:
Ø  გრაფიკული რედაქტორის დანიშნულების და ფუნქცონირების გააზრებას.
Ø  გრაფიკული რედაქტორის ეფექტიანად გამოიყენებას და ცოდნის გაღრმავებას.
Ø  შემოქმედებითი უნარის წარმოჩენას ტექსტური და გრაფიკული მასალის კომბინირებით.
Ø  გაიაზრებს ინფორმატიკის გამოყენების დადებით მხარეებს.
Ø  გააცნობიერებს ინფორმაციული ტექნოლოგიების მსოფლმხედველობრივ ასპექტებს ადამიანის საქმიანობის სხვადასხვა სფეროში.
Ø  წარმოაჩენენ საკუთარ ციფრულ მასალას.






საწრეო მუშაობის მიზნის მიღწევის შემთხვევაში მივიღებთ
ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ
შედეგებს
ის ტექნ.V.1 - მოსწავლეები აცნობიერებენ და ცოდნას იღრმავებენ გრაფიკული რედაქტორის დანიშნულებას და ფუნქციონირებას, ეფექტიანად იყენებენ მას.
ის ტექნ.V.2 - მოსწავლები აცნობიერებენ ინფორმატიკის საგანს, ინფორმატიკის განვითარების ისტორიისა და მეცნიერებათა შორის ინფორმატიკის ადგილს და როლს. გაიაზრებენ ინფორმაციული ტექნოლოგიების მსოფლმხედველობრივი ასპექტები ადამიანის საქმიანობის სხვადასხვა სფეროში: ყოველდღიურ ცხოვრებაში, მეცნიერებაში, ჯანდაცვაში, ბიზნესში, სოციალურ სფეროებში, ხელოვნებასა და კულტურაში, საგამომცემლო საქმეში;
 ის ტექნ.V.3 – მოსწავლეები ახდენენ ტექსტური, გრაფიკული მასალის კომბინირებას ციფრული მასალის შექმნისას და შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა - განვითარებას;
ის ტექნ.V.3 - მოსწავლეები ავრცელებენ საკუთარ ციფრულ მასალას, სხვების მიერ განხილვისა და უკუკავშირის მიღების მიზნით.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
აპარატურული უზრუნველყოფა
კომპიუტერ(ებ)ი
მეხსიერების ბარათი/ჩიპი
მობილური ტელეფონი
ფოტო/ვიდეო კამერა
პრინტერი
ინტერნეტკავშირი
პროექტორი
სკანერი
ვიდეოკონფერენციის მოწყობილობა
ლაზერული დისკი /ჩიპი
ტელევიზორი
სხვა ----------
პროგრამული უზრუნველყოფა
ტექსტური რედაქტორი
ელ. ფოსტა
ვებედიტორი
ელ. ცხრილები
 ვიდეო/აუდიო რედაქტორი
ტესტირების პროგრამა
გრაფიკული რედაქტორი
საგამომცემლო პროგრამა
ბლოგი
საპრეზენტაციო პროგრამა
ელ. ენციკლოპედია
 სხვა ----------
ვებბრაუზერი
ელ. კითხვარი






საწრეო მუშაობის გეგმა
თარიღი
თემების დასახელება
შეხვედრების დრო
ხანგრძლივობა
1
31.01.2019
07.02.2019
თემა 1
გაცნობა, თანამედროვე ტექნოლოგიების მიმოხილვა
წრის წევრები გაეცნობიან მუშაობის მიზნებს, სამუშაო გრაფიკს და თემატიკას. შეხვედრაზე დაიგეგმა პროექტი, რომელიც განხორციელდება სემესტრის ბოლოს. განვიხილავთ თანამედროვე ტექნოლოგიებს.

14:00
2 საათი
2
14.02.2019
   21.02.2019

თემა 2
ყველაზე ... ყველაზე ...
საწრეო მუშაობის ამ ეტაპზე მოსწავლეები გაეცნობიან 2d ფიგურებს და შეეცდებიან მათი მიღებული ცოდნით დახატონ საყვარელი წელიწადის დროები.
14:00
2 საათი
3
28.02.2019
07.03.2019
თემა 3
ჩემი საყვარელი პერსონაჟისთვის ოცნების სახლი
ამ თემაში განვიხილავთ 3d ფორმატს. ასევე მოსწავლეები შეეცდებიან ქართულ ენასა და ლიტერატურაში გავლილი ნაწარმოებიდან საყვარელი პერსონაჟის შერჩევას და პერსონაჟს გრაფიკულ რედაქტორში დაუხატავენ საცხოვრებელ სახლს (ოცნების სახლი).
14:00
2 საათი
4
21.03.2019
28.03.2019
თემა 4
საკლასო ოთახი
ადამიანის ბუნებრივ მოთხოვნილებას წარმოადგენს ის, რომ გარემოსთან ჰარმონიული ურთიერთობა ჰქონდეს. სკოლაში სწავლისათვის სათანადო გარემოს შექმნა მეტად საჭირო და მნიშვნელოვანია. მრავალი კვლევა ცხადყოფს, რომ ფიზიკური გარემოს ხარისხი ზეგავლენას ახდენს მოსწავლეებისა და მასწავლებლების თანამშრომლობის დამოკიდებულების ჩამოყალიბებაზე. დამოკიდებულებები მოქმედებს სწავლებასთან დაკავშირებულ ქცევაზე, ქცევა ზეგავლენას ახდენს აკადემიურ მიღწევაზე, აკადემიური მიღწევა კი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მოსწავლის მომავალს. სწორედ ამიტომ ეს თემა შეეხება მოსწავლის მიერ აღქმულ სასწავლო ოთახს, სადაც თითოეული ბავშვი გამოავლენს თავის სურვილებს და დამოკიდებულებას. მათ მიეცემათ დავალება Paint 3d- პროგრამაში დახატონ „საყვარელი/საოცნებო საკლასო ოთახი“
14:00
2 საათი
5
04.04.2019
11.04.2019
თემა 5
ორიგამი - ქაღალდის ხელოვნება
საწრეო მუშაობის ამ ეტაპზე მოვიძიებთ სხვადასხვა ვიდეო გაკვეთილებს, გავეცნობით ვიდეოების გადმოწერის საშუალებებს და ვიდეოგაკვეთილების არსს. შევეცდებით შევისწავლოთ ქაღალდის ხელოვნება სხვადასხვა ვიდეოგაკვეთილების დახმარებით.


6
18.04.2019
   25.04.2019
თემა 6
თუ ოცნება გაქვს, მისი ახდენაც შეგიძლია. (უოლტ დისნეი)
საწრეო მუშაობის ამ ეტაპზე მოვიძიებთ ინფორმაციას საყვარელი მულტფილმის გმირის შესახებ და შევეცდებით მის დახატვას.
14:00
2 საათი
7
02.05.2019
  16.05.2019
თემა 7
ახალი წელი
ეს თემა მოიცავს მსოფლიოში არსებული ახალი წლის ტრადიციების განხილვას და საახალწლო მისალოცი ბარათების მომზადებას.
14:00
2 საათი
8
23.05.2019
თემა 8
საწრეო მუშაობის დასკვნით ეტაპზე მოვახდენთ ნაშრომების პრეზენტაციას და მოვაწყობთ გამოფენას.
ნაშრომების გამოფენა
12:00
ნაშრომების პრეზენტაცია
14:00
შემაჯამებელი
მუშაობა